საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში ქართველი სამხედროები მოინახულა

© страница Facebook Минобороны Грузииთინათინ ხიდაშელი ავღანეთში
თინათინ ხიდაშელი ავღანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თინათინ ხიდაშელი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურის მოადგილეს, ბრიტანელ გენერალ-ლეიტენანტ ტიმ რედფორდს შეხვდა. მხარეებმა ავღანეთში კოალიციური ძალების სამომავლო გეგმებსა და მასში ქართული სამხედრო კონტინგენტის შესაძლო მონაწილეობის თაობაზე იმსჯელეს.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის დელეგაცია ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართულ ქვედანაყოფებს ქაბულში  ეწვივნენ, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

თინათინ ხიდაშელი ასეულის მეთაურის მიერ ჩატარებულ საინფორმაციო ბრიფინგსაც დაესწრო. შემდეგ კი დელეგაცია მართვის ცენტრსა და ბაზის გამშვებ პუნქტებს ეწვია.

„ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია ჩვენი ქვეყნისათვის, საქართველოსათვის ყოველი დღე, ყოველი ქმედება, რომელსაც ჩვენი ბიჭები აქ ახორციელებენ. თქვენ ვერ ნახავთ აქ ვერც ერთ ადამიანს, ვერც ერთ სამხედროს, რომელიც დადებითად არ საუბრობს ჩვენს სამხედროებზე“, აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა ვიზიტის კომენტირებისას, რომელიც თავდაცვის სამინისტროს  Facebook —ის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული. 

ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
ქართველი სამხედროები ავღანეთში ჩავიდნენ

ცენტრალური სარდლობის ბაზაზე ვიზიტის დასასრულს თინათინ ხიდაშელი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურის მოადგილეს, ბრიტანელ გენერალ-ლეიტენანტ ტიმ რედფორდს შეხვდა. მხარეებმა ავღანეთში კოალიციური ძალების სამომავლო გეგმებსა და მასში ქართული სამხედრო კონტინგენტის შესაძლო მონაწილეობის თაობაზე იმსჯელეს.

ოპერაცია „მტკიცე მხარდაჭერა“ (Resolute Support Mission)  -ნატოს არასაბრძოლო მისიაა, რომელიც ავღანეთის სამთავრობო ძალების მხარდაჭერის მიზნით 2015 წლის 1 იანვარს დაიწყო, მას შემდეგ, რაც აშშ-სა და მისი მოკავშირეების სამხედრო მისია დასრულდა. 2015 წლის დასაწყისში ქაბულში, ყანდაგარში, გერატში, მაზარი-შარიფში 12 ათასამდე ადამიანი განთავსდა. 


ყველა ახალი ამბავი
0