ქართველი სამხედროები ავღანეთში ჩავიდნენ

© facebook.com/mod.gov.geქართველი სამხედროები
ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
გამოწერა
32–ე ბატალიონის ასეული „ბრავო“ მაზარი–შარიფში ჩავიდა, სადაც ასეულ „ალფას“ ჩაანაცვლებს და 7 თვით დარჩება ადგილზე.

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ქართველი სამხედროების ასეული ავღანეთის ქალაქ მაზარი–შარიფში ჩავიდა სამშვიდობო მისია „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ ფარგლებში, — იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური

ქართველი სამხედროები 2015 წლის იანვრიდან მონაწილეობენ არასაომარ მისია „გადამწყვეტ მხარდაჭერაში“, რომელიც ავღანელი სამხედროების წვრთნასა და სამთავრობო ძალებისთვის დახმარების გაწევას ითვალისწინებს. 

„ბრავოს“ გაცილების ცერემონია რამდენიმე დღის წინ გაიმართა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე. 

„32-ე ბატალიონის ასეული „ბრავო“ მაზარი–შარიფში ჩავიდა, სადაც იგივე ბატალიონის ასეულ „ალფას“ ჩაანაცვლებს და შვიდი თვის განმავლობაში მიიღებს მონაწილეობას  მისია „გადამწყვეტ მხარდაჭერაში“ სწრაფი რეაგირების ამოცანების შესასრულებლად“, — განაცხადა „ბრავოს“ მეთაურმა ლევან შუბითიძემ. 

ასეული „ბრავო“ მაზარი–შარიფში ჩავიდა
ასეული „ბრავო“  მაზარი–შარიფში ჩავიდა - Sputnik საქართველო
ასეული „ბრავო“ მაზარი–შარიფში ჩავიდა

ქართველი სამხედროები გერმანული კონტინგენტის შემადგენლობაში გაივლიან სამსახურს. მათ მოვალეობაში სწრაფი რეაგირების ამოცანები და „მარმალის“ ბაზის უსაფრთხოების დაცვა  შევა. 

„ალფასგან“ მისიის გადაბარების ოფიციალური ცერემონია  რამდენიმე დღეში გაიმართება. 

„მისია გადამწყვეტი მხარდაჭერა“ ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან, ანუ იმ მომენტიდან ამოქმედდა, რაც ქვეყანაში აშშ–სა და მისი ნატოელი მოკავშირეების ოპერაციების საომარი სტადია დასრულდა. 2015 წლის დასაწყისში ქაბულში, ყანდაგარში, გერათსა და მაზარი-შარიფში 12 ათასი სამხედრო განთავსდა. მისია არასაომარი ხასიათისაა. 

საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რიგით მეოთხე არაწევრი ქვეყანაა, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს შეუერთდა. 


ყველა ახალი ამბავი
0