თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ახალი აფეთქება მოხდა ხუთშაბათს ჯაკარტის ცენტრში. იტყობინება სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „რეიტერზე“ დაყრდნობით.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ავტომანქანის საბურავი აფეთქდა და არა ასაფეთქებელი მოწყობილობა.
„იყო აფეთქების ხმა, სავარაუდოდ სატვირთო მანქანის საბურავი აფეთქდა. მაგრამ ჩვენ არ გვსურს სათანადოდ ვერ შევაფასოთ სიტუაცია. ჩვენ გვსურს უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, — განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა მოჰამად იკბალმა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხუთშაბათს ინდონეზიის დედაქალაქში აფეთქებების სერია მოხდა, ქალაქში სროლის ხმა ისმოდა. პოლიციის მონაცემებით, ქალაქში ექვსამდე აფეთქება მოხდა. ერთი მათგანი სავაჭრო ცენტრის მოპირდაპირე მხარეს, მეორე — ერთ-ერთ კაფესთან ახლოს მოხდა. ამ რაიონშია განთავსებული ფეშენებელური სასტუმროები, საელჩოები და საოფისე შენობები.