2015 წლის საუკეთესო თეატრალური მოღვაწენი

© Sputnik, Дмитрий Коробейников.თეტრალური ნიღაბი. საარქივო ფოტო.
თეტრალური ნიღაბი. საარქივო ფოტო. - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჭიათურაში "2015 წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილებების" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ "საუკეთესოს" პრიზი 13, ხოლო სახელობითი პრემია 8 თეატრალურ მოღვაწეს გადასცა.

საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმმა ქართული თეატრის დღეს, კონკურსში „ 2015 წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილება“ პრემიებით  თეატრალური მოღვაწეები დააჯილდოვა.

წლის საუკეთესოები გახდნენ:

საუკეთესო პიესა — ირაკლი სამსონაძეს, პიესისთვის „მეთევზე 1,2“;

საუკეთესო სპექტაკლი — გორის გ. ერისთავის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლს „ალუბლის ბაღი“. რეჟისორი სოსო ნემსაძე, კომპოზიტორი მამუკა მეგრელაშვილი, მსახიობები: გვანცა კანდელაკი, კახი ბერიძე;

საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი — ნიკოლოზ საბაშვილს, ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში დადგმული სპექტაკლისათვის „1945“;

საუკეთესოდ შესრულებული მამაკაცის როლი — ვანო იანტბელიძეს, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სპექტაკლში „ვინ გატეხა ქოთანი?!“, ადამის როლის შესრულებისთვის;

საუკეთესოდ შესრულებული ქალის როლი — ლია სულუაშვილს, მესხეთის თეატრის სპექტაკლში „მშვიდი ღამე“, დედის როლის შესრულებისთვის;

საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი — ნიკა ნანიტაშვილს, ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლში „ბაში-აჩუკი“, ბაში-აჩუკის როლის შესრულებისათვის;

საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი — მანანა აბრამიშვილს, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სპექტაკლში „ვინ გატეხა ქოთანი?!“, ევას როლის შესრულებისთვის;

საუკეთესოდ შესრულებული მეორე პლანის როლი — ზურაბ ლომიძეს, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სპექტაკლში „ვინ გატეხა ქოთანი?!“, ლიჰტის როლის შესრულებისთვის;

საუკეთესოდ შესრულებული მეორე პლანის როლი — ეთერ დეისაძეს, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სპექტაკლში „ვინ გატეხა ქოთანი?!“, ბრიგიტას როლის შესრულებისთვის;

საუკეთესო მუსიკა სპექტაკლისათვის — დავით მალაზონიას, ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლ „ბაში-აჩუკისთვის“ შექმნილი მუსიკისთვის;

საუკეთესო სცენოგრაფია — მირიან შველიძეს, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრის სპექტაკლში „ვინ გატეხა ქოთანი?!“, სცენოგრაფიისთვის;

საუკეთესო კრიტიკული ნაშრომი — მანანა გეგეჭკორს (გარდაცვალების შემდეგ), რეცენზიისთვის „ჩინოვნიკს ყველაფრის უფლება აქვს“ („თეატრი და ცხოვრება“; # 1, 2015);

საუკეთესო თეორიული ნაშრომი — ნოდარ გურაბანიძეს, წიგნისთვის „რეჟისორი გიზო ჟორდანია“.

სახელობითი პრემიები მიიღეს: 

რუსთაველის თეატრი - Sputnik საქართველო
14 იანვარი ქართული თეატრის დღეა

კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიით — დალი მუმლაძეს, თეორიული ნაშრომისთვის, „ნადირობა გოდოზე“;

კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიით — გიორგი ხარაბაძეს, ქართული სიტყვის დიდოსტატს;

სანდრო ახმეტელის სახელობის პრემიით — დათა თავაძეს, სპექტაკლებისთვის: „ტკივილი არის ახალგაზრდობა“, „ზამთრის ზღაპარი“, „ტროელი ქალები“;

ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიით — ნანი ჩიქვინიძეს, სამსახიობო ხელოვნებაში შეტანილი ღვაწლისათვის;

ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიით — გურანდა გაბუნიას, სამსახიობო ხელოვნებაში შეტანილი ღვაწლისათვის;

პეტრე ოცხელის სახელობის პრემიით — გიორგი ალექსი-მესხიშვილს, ქართულ დეკორატიულ ხელოვნებაში შეტანილი ღვაწლისათვის;

გიორგი ერისთავის სახელობის პრემიით — სანდრო მრევლიშვილს, ქართული თეატრის აღმშენებლობაში შეტანილი ღვაწლისათვის;

„ქართული თეატრის ამაგდარის“ წოდებით და პრემიით დაჯილდოვდა როდერ ჩაჩანიძე.

შეგახსენებთ, რომ წელს ქართული თეატრის დღე,  ჭიათურის აკაკი წერეთელის სახელობის დრამატულ თეატრში აღინიშნა და პრემიების გადაცემის ცერემონიაც სწორედ იქ გაიმართა. 


ყველა ახალი ამბავი
0