14 იანვარი ქართული თეატრის დღეა

© photo: Sputnikრუსთაველის თეატრი
რუსთაველის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროფესიულ დღესასწაულს ქართული თეატრის მოღვაწენი ჭიათურაში, აკაკი წერეთლის სახელობის დრამატულ თეატრში აღნიშნავენ, რომელსაც წელს დაარსებიდან 120 წელი უსრულდება. ღონისძიების ფარგლებში, ჭიათურის თეატრის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყობა, სადაც წარმოდგენილი იქნება ფოტოები, კოსტიუმები და სხვადასხვა საარქივო მასალა.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. 14 იანვარს ქართული თეატრი დაბადების დღეს აღნიშნავს. დღესასწაული 1850 წლის 14 იანვარს თბილისში გიორგი ერისთავის მიერ დადგმულ სპექტაკლს "გაყრას" უკავშირდება.

საზეიმო თარიღთან დაკავშირებით, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, რომელსაც წელს დაარსებიდან 120 წელი უსრულდება, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მასშტაბურ ღონისძიებას მართავს. 

დაგეგმილია 2015 წლის ქართული თეატრის საერთაშორისო თუ ადგილობრივი წარმატებების მიმოხილვა და პრეზენტაცია. ღონისძიების დასკვნით ნაწილში გაიმართება დაჯილდოების ცერემონია; გაიცემა 18 პრემია, მათ შორის სახელობითი პრემიები განსაკუთრებული ღვაწლისთვის (სანდრო ახმეტელის, კოტე მარჯანიშვილის, ვერიკო ანჯაფარიძის, პეტრე ოცხელის, ასევე სპეციალური პრიზი) და ყოველწლიური ჯილდოები წლის საუკეთესო სპექტაკლისთვის, მსახიობებისთვის, რეჟისურისთვის და ა.შ.

დაჯილდოების ცერემონიას მუსიკალურად გააფორმებენ ქართული ესტრადის და თეატრის წარმომადგენლები, რომლებიც შეასრულებენ სიმღერებს სხვადასხვა ცნობილი ქართული სპექტაკლიდან.

ღონისძიების დასასრულს, თეატრის ტერიტორიაზე ჭიათურის თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობის როდერ ჩაჩანიძის ვარსკვლავი გაიხსნება.

ყველა ახალი ამბავი
0