თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ერაყის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ლიკვიდირებულია ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაური, რომელიც თვითმკვლელი ტერორისტებისა და სხვა ბოევიკების მომზადებაზე იყო პასუხისმგებელი.
„შსს-ს სადაზვერვო ჯგუფი იუწყება, რომ ქალაქ აბუ-ქამალის საავადმყოფოში ტერორისტი მუჰამად აბდ მანაფა არ-რაუი გარდაიცვალა. ამის მიზეზი ჯგუფის მიერ ხუთშაბათს, 7 იანვარს ჩატარებული სპეცოპერაციისას მიღებული ჭრილობები იყო. ჯგუფმა დაადასტურა, რომ დაღუპული ბაღდადში თვითმკვლელი ტერორისტების მომზადებაზე აგებდა პასუხს. ის ასევე ხელმძღვანელობდა ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე ავტომობილების გადაგზავნას ბაღდადსა და ერ-რამადიში. ის 13 იანვარს გარდაიცვალა“, — აღნიშნულია უწყების ვებგვერდზე.
სამინისტროს ინფორმაციით, ბოევიკზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული.
ერაყში რადიკალური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც ქვეყნის ნაწილი აქვს დაპყრობილი, კვლავ დაძაბული ვითარებაა. ამ ორგანიზაციის წევრები აწყობენ თავდასხმებსა და ტერაქტებს, რომლის მსხვერპლიც, უმეტეს შემთხვევებში, მშვიდობიანი მოსახლეობაა.