თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. 13 იანვრისათვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი 2.4158 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
წინა ნიშნულთან შედარებით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0003 ლარით შემცირდა.
2015 წლის სექტემბრის ბოლოდან, როცა ლარის კურსი 2,4499 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა, ეროვნულმა ბამკმა, მისი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით ლარის კურსის სტაბილიზაციისათვის, უფრო აგრესიული პოლიტიკის გატარება დაიწყო. გასულ წელს ოთხ სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 87 მილიონი დოლარი გაყიდა, რამაც საშუალება მისცა ლარის კურსი 2,39 GEL/$1 ნიშნულამდე აწეულიყო.
წლის დასაწყისიდან ლარის კურსი თითქმის 1%-ით დაეცა.
ეროვნული ბანკის მიერ 14 იანვრისათვის ძირითად უცხოურ ვალუტებზე გაცვლის ოფიციალური კურსები:
ევრო 1 – 2,6124GEL
ინგლისური ფუნტი სტერლინგი 1 – 3,4860 GEL
აშშ დოლარი 1 – 2,4158 GEL
თურქული ლირა 1 – 0,8009 GEL
რუსული რუბლი 100 – 3,1655 GEL
აზერბაიჯანული მანათი 1 – 1,5116 GEL
სომხური დრამი 1 000 – 5,0037 GEL
უკრაინული გრივნა 10 – 1,086 GEL