თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. 12 დეკემბერს, სამშაბათს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი გაყიდა.
2015 წლის სექტემბრის ბოლოდან ლარის კურსი 2,4499 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა, ეროვნულმა ბანკმა მისი პრეზიდენტის ირაკლი ქადაგიძის განცხადებით, ლარის კურსის სტაბილიზაციისათვის უფრო აგრესიულ პოლიტიკას მიმართა. ოთხი სავალუტო აუქციონის შედეგად ეროვნულმა ბანკმა უკვე გაყიდა თითქმის 87 მილიონი დოლარი.
ბოლო კვირის მანძილზე ლარი 0,5%-ით გაუფასურდა, რაც დაკავშირებულია აზერბაიჯანში ეროვნული ვალუტის დევალვაციასთან. ლარის საშუალოდ შეწონილმა კურსმა აშშ დოლართან დღეისათვის სავალუტო აუქციონზე 2,4148 GEL/$1 შეადგინა.
13 იანვრისათვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი 2.4155 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.