თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. კოალიცია “ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნების წინ შესაძლოა პარტია — „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ შეუერთდეს, განაცხადა პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა, რომელიც პორტალმა kvira.ge-მ გაავრცელა.
2016 წლის შემოდგომაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, სადაც პოლიტიკური პარტიები 150 სადეპუტატო მანდატის მოპოვებისთვის იბრძოლებენ.
პარტია „სოცლიალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ 2010 წელს დაფუძნდა, რომლის ლიდერიც გია ჟორჟოლიანია. 2012 წელს ჟორჟოლიანი საარჩევნო ბლოკ „ ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნების“ პარტიული სიით პარლამენტში მოხვდა.
დღეს მმართველი კოალიციის შემადგენლობაში არიან „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „ეროვნული ფორუმი“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს".