„სოკარის“ ხელმძღვანელი თბილისში მოლაპარაკებებს აწარმოებს

© Страница Facebook SOCAR SOCAR-ის პრეზიდენტი როვგან აბდულაევი
SOCAR-ის პრეზიდენტი როვგან აბდულაევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის თქმით, საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარება 2012 წლიდან თითქმის 38%-ით გაიზარდა, ხოლო 2014 წელთან შედარებით, ამ მაჩვენებელმა 19%-ით მოიმატა.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის, „სოკარის“ პრეზიდენტი როვგან აბდულაევი თბილისში 13 იანვარს ჩამოვიდა.

საქართველოს ხელისუფლება აუცილებლად მიიჩნევს ქვეყანაში შემოტანილი ბუნებრივი აირის მოცულობის გაზრდას, ვინაიდან გაზიფიცირების კვალდაკვალ, მომხმარებელთა რაოდენობაც იმატებს. ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის თქმით, საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარება 2012 წლიდან თითქმის 38%-ით გაიზარდა, ხოლო 2014 წელთან შედარებით, ამ მაჩვენებელმა 19%-ით მოიმატა.

ამ დროისათვის საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე–პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე „სოკარის“ პრეზიდენტს ხვდებიან.

აზერბაიჯანი საქართველოში გაზის ძირითადი იმპორტიორია.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: "გაზპრომის" მიერ შემოთავაზებული ფასი აზერბაიჯანულზე მაღალია

2008 წლიდან 2013 წლამდე საქართველოში 230 ქალაქი და სოფელი გაზიფიცირდა, აშენდა 3 500 კმ სიგრძის გაზსადენი, რამაც 175 ათას ახალ აბონენტს მისცა ბუნებრივ აირზე წვდომის საშუალება.

საქართველოს მთავრობასა და „სოკარ ჯორჯია გაზს“ შორის, გაზიფიცირების მეორე ეტაპის განხორციელებაზე მემორანდუმი, 2013 წელს გაფორმდა. ჩასატარებელი სამუშაოები 2013–2017 წლებს მოიცავს. 2014 წელს ქვეყანაში 1100 კმ  საერთო სიგრძის გაზსადენი აიგო და 34 ათასი აბონენტი გაზიფიცირდა.

SOCAR Georgia Gas გაზიფიცირების მასშტაბურ პროექტს 2017 წელს დაასრულებს, რის შედეგადაც ბუნებრივი აირით სარგებლობას საქართველოს მოსახლეობის 75% შეძლებს.

ყველა ახალი ამბავი
0