თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. საქართველოს საკალთბურთო ნაკრებს, შესაძლოა, ბერძენი სპეციალისტი ილიას ზუროსი ჩაუდგეს სათავეში, იუწყება პორტალი Basket-Planet.
საქართველოს მთავარი მწვრთნელის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გასული წლის დეკემბერში ეს თანამდებობა იგორ კოკოშკოვმა დატოვა. ის ეროვნულ ნაკრებთან რვა წლის განავლობაში მუშაობდა.
კოკოშკოვის ხელმძღვამელობით საქართველოს ნაკრები, თავისი ისტორიის მანძილზე პირველად, ევროპის ჩემპიონატზე გავიდა (2011), ამის შემდეგ კონტინენტის პირველობაში ორჯერ მონაწილეობდა.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე კომენტარზე უარი განაცხადეს. ფედერაციის წარმომადგენელმა სააგენტო Sputnik-ს განუცხადა, რომ სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და ზუროსის გარდა სხვა კანდიდატურებიც განიხილება, მაგრამ მათი ვინაობა არ დაუსახელებია.
ზუროსი, რომელიც ამა წლის მარტში 50 წლის გახდება, საბერძნეთის ნაკრებთან მუშაობდა და ევრობასკეტ 2011-ზე მისმა გუნდმა მეექვსე ადგილი დაიკავა. მწვრთნელს ნამუშევარი აქვს ისეთ გუნდებთან, როგორებიცაა „ოლიმპიაკოსი“, „არისი“, „ჟალგირისი“, „ტოფაში“.