საქართველოში ვან დეიკის ტილოს მფლობელობაზე პრეტენზიის მქონე პირი დაკითხეს

© photo: Sputnikთბილისი, საარქივო ფოტო.
თბილისი, საარქივო ფოტო. - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზახირ ჰუსეინოვმა განაცხადა, რომ საგამოძიებო სამსახურს საჭირო დოკუმენტაცია მიაწოდა და მოუთხრო როგოერ მოხდა ტილოს გატანა საქართველოდან.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თურქეთის ქალაქ სტამბულში კონტრაბანდის სახით ამოღებულ მხატვარ ვან დეიკის ტილოს მფლობელობაზე პრეტენზიის მქონე ზახირ ჰუსეინოვი დაკითხეს.

თურქულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ნაპოვნია ვან დეიკის 14 მილიონ აშშ დოლარად შეფასებული ნახატი, რომელიც საქართველოდან კონტრაბანდული გზით გავიდა. საქართველოს მოქალაქე ეკა აბაშიძე ირწმუნება, რომ 2010 წელს სურათი გაყიდა პირებზე, რომელთაც მას მხოლოდ მთლიანი თანხის — 37 აშშ დოლარის ნაწილი გადაუხადეს. ერთ-ერთი მყიდველი ზახირ ჰუსეინოვი აცხადებს, რომ ნახატი კანონიერად გაიტანა საქართველოდან, მაგრამ თურქეთში ნახატი მისმა ნათესავმა მოიპარა.

კულტურის სამინისტრო - Sputnik საქართველო
საქართველოს კულტურის სამინისტრო: ვან დეიკის ნახატის ნამდვილობა დადგენილი არ არის

„მე წარმოვადგინე დოკუმენტები, მკითხეს ლეგალურად გავიტანე თუ არა სურათი. მე შესაბამისად ვუპასუხე როგორ მოხდა სურათის გატანა საქართველოდან“, — უთხრა ჰუსეინოვმა ჟურნალისტებს სამშაბათს, 12 იანვარს. 

ორი დღის წინ გამომძიებლებმა ასევე დაკითხეს ეკა აბაშიძე,  რომელმაც საგამოძიებო სამსახურებს ტილოს გაყიდვის დეტალები აცნობა. 

ნახატის  შეფასებაზე მომუშავე კომისიამ 2010 წელს მისი საქართველოდან გატანამდე, დაადგინა, რომ ტილო ევროპაში მე-19 საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში შეიქმნა, თუმცა ავტორი ვერ განისაზღვრა. 

ანტონის ვან დეიკი — ფლამანდიელი ფერმწერი და გრაფიკოსი, ბაროკოს სტილში შექმნილი რელიგიური სიუჟეტის მქონე ტილოების ავტორი. მხატვარმა 42 წელი იცოცხლა, მოასწრო მუშაობა ანტვერპენში, გენუაში, ასევე ინგლისის დედაქალაქში მონარქ კარლ პირველის სამეფო კარზე. 


ყველა ახალი ამბავი
0