საქართველოს პრეზიდენტმა სტამბოლის ტერაქტი დაგმო

© AP Photo / Lefteris Pitarakisაფეთქების ადგილზე სტამბოლში
აფეთქების ადგილზე სტამბოლში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამშაბათ დილას სტამბოლში, სულთანაჰმეთის მოედანთან მძლავრი აფეთქება მოხდა. დაიღუპა ათი ადამიანი და დაიჭრა თხუთმეტი. პოლიციის ვარაუდით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაგმო სტამბოლში დღეს, 12 იანვარს მომხდარი ტერორისტული აქტი, — ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის განცხადებაში.

მძლავრი აფეთქება სტამბოლის ტურისტულ რაიონში, სულთანაჰმეთის მოედნის სიახლოვეს მოხდა. დაიღუპა ათი და დაიჭრა თხუთმეტი ადამიანი. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ერთ–ერთი ვერსიით, აფეთქება შესაძლოა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.

„საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ინტენსიური თანამშრომლობით, საქართველო განაგრძობს საკუთარ ძალისხმევას თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში. ქართველი ხალხი თანაუგრძნობს და დგას მეგობარი თურქი ერის გვერდით. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“, — ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0