თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. თურქეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სტამბოლის ცენტრში მომხდარი აფეთქების უკან, შესაძლოა, რადიკალური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები იდგნენ, იუწყება თურქული გაზეთი Hurriet.
ხელისუფლებამ აფეთქებაში „ისლამური სახელმწიფოს“ შესაძლო მონაწილეობაზე იმის გამო გაამახვილა ყურადღება, რომ შეტევა ტურისტულ რაიონში განხორციელდა და სამოქალაქო პირების წინააღმდეგ იყო მიმართული.
ძლიერი აფეთქება სამშაბათს დილით სტამბოლის ცენტრში, სულთანაჰმეთის მოედანზე, ტრამვაის გაჩერების გვერდით მოხდა. ამ დროს იქ ტურისტების ჯგუფი იმყოფებოდა. ხელისუფლების მონაცემებით, დაიღუპა სულ ცოტა 10 ადამიანი, ხოლო 15 — დაიჭრა. მოედანი პოლიციითაა გარშემორტყმული, ადგილზე მობილიზებულნი არიან გამნაღმველები. პოლიციის წინასწარი ვერსიით, აფეთქება, შესაძლოა, თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.