ხელისუფლება: სტამბოლის ცენტრში აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 15 - დაიჭრა

© photo: Sputnik / michael fomichev / გადასვლა მედიაბანკშისასწრაფო დახმარების ეკიპაჟი
სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აფეთქება სტამბოლის სულთანაჰმეთის მოედანზე, ტრამვაის გაჩერების გვერდით მოხდა. ამ დროს იქ ტურისტების ჯგუფი იმყოფებოდა. წინასწარი ვერსიით, აფეთქება შეიძლება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. სტამბოლის გუბერნატორის ადმინისტრაციის განცხადებით, სტამბოლის ისტორიულ ცენტრში, სულთანაჰმეთის მოედანზე, სამშაბათს მომხდარ აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 — დაიჭრა.

სამშაბათს დილით ძლიერი აფეთქება სტამბოლის სულთანაჰმეთის მოედანზე, ტრამვაის გაჩერების გვერდით მოხდა. ამ დროს იქ ტურისტების ჯგუფი იმყოფებოდა. მოედანი პოლიციითაა გარშემორტყმული, ადგილზე მობილიზებულნი არიან გამნაღმველები. აფეთქების მიზეზი ოფიციალურად ჯერჯერობით არ დასახელებულა. პოლიციის წინასწარი ვერსიით, აფეთქება შეიძლება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.

ერ-რიადი, თურქეთი - Sputnik საქართველო
სტამბოლის ცენტრალურ მოედანზე აფეთქება მოხდა

„სულთანაჰმეთის მოედანზე აფეთქებისას 10 ადამიანი დაიღუპა, 15 დაიჭრა. ამჟამად ასაფეთქებელი მოწყობილობის ტიპის შესწავლა მიმდინარეობს“, — აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.

სულთანაჰმეთი — სტამბოლის ძველ, ევროპულ ნაწილში, ოქროს რქას, ბოსფორის სრუტესა და მარმარილოს ზღვას შორის განთავსებული, ტურისტებში ყველაზე პოპულარული რაიონია. რაიონის დასახელება რაიონის ცენტრში მდებარე სულთანაჰმეთის მეჩეთიდან მომდინარეობს, რომელიც ტურისტებს შორის „ცისფერი მეჩეთის“ სახელითაა ცნობილი. რაიონის ისტორიული ნაწილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

ყველა ახალი ამბავი
0