ავღანეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ავიადარტყმების შედეგად ბოევიკები გაანადგურეს

© photo: Sputnik / A. Solomonov / გადასვლა მედიაბანკშისამხედრო ოპერაცია ავღანეთში
სამხედრო ოპერაცია ავღანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავღანეთის სამთავრობო არმიამ ქვეყნის სამხრეთით, ჰილმენდის პროვინციის გერეშეკის რაიონში რეიდი ჩაატარა, რის შედეგადაც აჩინის რაიონში ლიკვიდირებულია ოთხი თალიბი და „ისლამური სახელმწიფოს“ 18 ბოევიკი.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. ავღანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ვერტმფრენებმა ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამურის სახელმწიფოსა“ და მოძრაობა „თალიბანის“ პოზიციებზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც ლიკვიდირებულია 22 ბოევიკი, იუწყება ორშაბათს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „სინხუაზე“ და ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით.

აღსანიშნავია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ 18 ბოევიკი აღმოსავლეთ ნანგარჰარის პროვინციის აჩინის რაიონში გაანადგურეს. არმიამ ასევე ჩაატარა რეიდი ქვეყნის სამხრეთით, ჰიმნედის პროვინციის გერეშეკის რაიონში, რის შედეგადაც ოთხი თალიბია ლიკვიდირებული.

ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
ქართველი სამხედროები ავღანეთში ჩავიდნენ

ბოლო თვეებში ვითარება ავღანეთში საგრძნობლად გაუარესდა. როგორც სააგენტო „რია ნოვოსტის“ ავღანეთში გაეროს სპეციალურმა წარმომადეგნელმა ნიკოლას ჰეისომმა განუცხადა, ავღანეთში მოქმედი რადიკალური დაჯგუფება „თალიბანი“ და ქვეყანაში შედარებით გვიან გამოჩენილი „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები სამ პროვინციაში გავლენის მოსაპოვებლად აშკარად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

მოძრაობა „თალიბანი“ მანამდე ავღანეთის სოფლის ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებდა, ახლა კი მსხვილ ქალაქებში თავისი გავლენის გაძლიერება დაიწყო. სექტემბრის ბოლოს „თალიბანის“ ბოევიკებმა ჩრდილოეთ ავღანეთში ქუნდუზი დაიპყრეს, სადაც მშვიდობიან პერიოდში დაახლოებით 300 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ამჯერად კი გაზნის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრს გაზნის უტევენ.

ყველა ახალი ამბავი
0