შსს: კიოლნში ქალებზე თავდასხმაში თითქმის ყველა ეჭვმიტანილი მიგრანტია

გამოწერა
ბოლო მონაცემებით, პოლიციაში უკვე დაახლოებით 400 ქალბატონის განცხადება შევიდა, რომლებიც ახალი წლის ღამეს თავდასხმებისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ.

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. გერმანიის ქალაქ კიოლნში ახალი წლის ღამეს ქალებზე მომხდარ თავდასხმებში პრაქტიკულად ყველა ეჭვმიტანილი მიგრანტია, განაცხადა ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა რალფ იეგერმა.
ახალი წლის ღამეს კიოლნის ტაძრის წინ 15-დან 35 წლამდე ასაკის დაახლოებით ათასი მამაკაცი შეიკრიბა. მოწმეთა ჩვენებების თანახმად, ნასვამ მამაკაცთა ბრბო ქალებს გარს ერტყმოდა, საფულეებსა და მობილურ ტელეფონებს ართმევდა, ხოლო ვინც ჩარევას ცდილობდა, ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.

მსოფლიოას ქალაქები.დიუსელდორფი. - Sputnik საქართველო
კიოლნის თავდასხმების შემდეგ, დიუსელდორფის მცხოვრებნი თავდაცვისთვის რაზმებს ქმნიან

 „მოწმეთა ჩვენებები, ადგილობრივი სამართალდამცავების პატაკები და ფედერალური პოლიციის გამოძიების მონაცემები აჩვენებს, რომ ამ სამართალდარღვევების პრაქტიკულად ყველა შემსრულებელი მიგრანტი იყო“, — ციტირებს რალფ იეგერის სიტყვებს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „ფრანს პრესზე“ დაყრდნობით.
ბოლო მონაცემებით, პოლიციაში უკვე დაახლოებით 400 ქალბატონის განცხადება შევიდა, რომლებიც ახალი წლის ღამეს თავდასხმებისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. უმეტეს შემთხვევებში საუბარია აფრიკული და არაბული გარეგნობის ახალგაზრდა მამაკაცების მხრიდან ძალადობაზე.

ყველა ახალი ამბავი
0