კიოლნის თავდასხმების შემდეგ, დიუსელდორფის მცხოვრებნი თავდაცვისთვის რაზმებს ქმნიან

© photo: Sputnik / Olga Golovko / გადასვლა მედიაბანკშიმსოფლიოას ქალაქები.დიუსელდორფი.
მსოფლიოას ქალაქები.დიუსელდორფი. - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიუსელდორფის მცხოვრებლებმა Facebook-ის სოციალურ ქსელში შექმნეს ჯგუფი „დიუსელდორფი სადარაჯოზე!“, რომლის იდეა უქმეებზე და რაიმე მასობრივი ღონისძიებების ჩატარებისას ქალაქში ერთობლივი პატრულირებაა, რათა „ქალაქი უსაფრთხო გავხადოთ ჩვენი ქალებისათვის“.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. კიოლნში, ახალი წლის ღამეს ქალებზე მომხდარი მასობრივი თავდასხმების შემდეგ, დიუსელდორფის მცხოვრებნი ინიციატივით გამოვიდნენ რომ სახალხო რაზმები შექმნან, იტყობინება Frankfurter Allgemeine Zeitung. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა Facebook-ის სოციალურ ქსელში შექმნეს ჯგუფი „დიუსელდორფი სადარაჯოზე!“, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში რამდენიმე ათასი ადამიანი შეუერთდა (ამ მასალის გამოქვეყნების დროისათვის 9 ათასამდე). როგორც ჯგუფის აღწერაშია ნათქვამი, ძირითადი იდეა უქმეებზე და რაიმე მასობრივი ღონისძიებების ჩატარებისას ქალაქში ერთობლივი პატრულირებაა, რათა „ქალაქი უსაფრთხო გავხადოთ ჩვენი ქალებისათვის“. 

გერმანელები ქვეყნის სირიის კონფლიქტში მონაწილეობის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
გერმანიის შსს-მ ქვეყნაში საფრთხის მაღალი დონის შესახებ განაცხადა

გამოცემა აღნიშნავს, რომ ჯგუფის წევრები უნდობლობას გამოხატავენ პოლიციისა და სახელმწიფოს მიმართ. „ერთად ძლიერნი ვართ“, ვიმოქმედებთ მანამ, სანამ ეს მოხდება“, — ასეთი გამოხმაურებებია ჯგუფში. 

ქალაქის პოლიცია უკმაყოფილოა მოვლენათა ასეთი განვითარებით. „მონოპოლია ძალაზე სახელმწიფოს ეკუთვნის“, — განაცხადეს პოლიციის პრესსამსახურში. 

ახალი წლის ღამეს მასობრივი თავდასხმები მოხდა ქალებზე კიოლნში. პოლიციამ 90-მდე განცხადება მიიღო ქალებისაგან, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ „აფრიკული და არაბული გარეგნობის მქონე მამაკაცების მხრიდან“. გამოცემის ინფორმაციით, დიუსელდორფში ამჟამად 15 მსგავსი განცხადებაა რეგისტრირებული. 


ყველა ახალი ამბავი
0