თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. გერმანიაში საფრთხის დონე მაღალია, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში, ტარდება აუცილებელი ზომები, განუცხადა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ორშაბათს გერმანიის შსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა პამელა მიულერ-ნიზემ.
„საფრთხის დონე მაღალია, ვიმეორებთ, რომ საფრთხე ისლამური ტერორიზმიდან მომდინარეობს, ის არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ სხვა ევროპული ქვეყნებისთვისაც არსებობს. უსაფრთხოების ზომები პარიზის ტერაქტების შემდეგ დავამტკიცეთ, რომელთა კორექტირება ვითარებიდან გამომდინარე ხდება“, — განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.
მან დასძინა, რომ გერმანიაში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, სადღესასწაულო დღეები სხვა დღეებისგან არ გამოირჩევა.
„უსაფრთხოების უზრუნველყოფის დონე მაღალია, რადგანაც მაღალია საფრთხის დონე, ტარდება შესაბამისი ზომები“, — განაცხადა მიულერ-ნიზემ, თუმცა ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე უარი განაცხადა.