თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. საუდის არაბეთის თაოსნობით საერთაშორისო კოალიციამ იემენში ორგანიზაციის „ექიმების საზღვრებს გარეშე“ კუთვნილ საავადმყოფოზე ავიაიერიში მიიტანა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაიჭრა, — განუცხადა სააგენტო Sputnik-ს ადგილობრივმა წყარომ.
საავადმყოფო საადის პროვინციის რაზიხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, რომელსაც ჰუსიტები აკონტროლებენ.
იემენში გრძელდება შეიარაღებული კონფლიქტი, რომლის ერთ მხარეს შიიტური მოძრაობა „ანსარ ალადან“ მეამბოხე–ჰუსიტები და ექსპრეზიდენტ ალი აბდალა სალეჰისადმი ლოიალურად განწყობილი არმიის ნაწილია, ხოლო მეორე მხარეს — მათ მიერ გაძევებული პრეზიდენტ აბდ რაბუ მანსურა ჰადის ჯარები, რომელთაც სახმელეთო და საჰაერო მხარდაჭერას, საუდის არაბეთის თაოსნობით არაბული კოალიციის ძალები უწევენ. კოალიციის ავიაცია 26 მარტიდან მეამბოხეების მიერ კონტროლირებად რაიონებზე ავიადარტყმებს ახორციელებს.