თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საერთაშორისო ორგანიზაციას “ექიმები საზღვრებს გარეშე“ ჩრდილოეთ ავღანეთის ქალაქ კუნდუზიდან თავისი თანამშრომლები გამოჰყავს, მას შემდეგ, რაც მისიის შენობაზე შაბათს ავიადარტყმები განხორციელდა, განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა კეიტ სტეიჯმენმა (Kate Stegeman).
„ორგანიზაციის საავადმყოფო კუნდუზში უკვე აღარ ფუნქციონირებს. ჩვენი ზოგიერთი თანამშრომელი ორ სხვა საავადმყოფოში მუშაობს, სადაც დაჭრილები გადაიყვანეს“, — იტყობინება სტეიჯმენი თავის გვერდზე სოციალურ ქსელ Twitter —ში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ორგანიზაციის „ექიმები საზღვრებს გარეშე“ ჰოსპიტალი ავღანეთის ჩრდილოეთით კუნდუზში, ნაწილობრივ დაინგრა შაბათს დილას დაბომბვის გამო. ჰოსპიტალში იმ დროისათვის 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ბოლო მონაცემებით, 19 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 12 ორგანიზაციის თანამშრომელი და 3 ბავშვი, ხოლო 30-მდე ადამიანი დაიჭრა.
შაბათსვე მსოფლიოს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ კუნდუზში საავადმყოფოს დაბომბვამ, შესაძლოა ავღანეთში ჰუმანიტარული საქმიანობა საფრთხის ქვეშ დააყენოს.
ნატომ განაცხადა, რომ ინციდენტის გამოძიებას აპირებს.