ავღანეთში ჰოსპიტალის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა

© photo: Sputnik / Александр Гращенков / გადასვლა მედიაბანკშიავღანეთი
ავღანეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორგანიზაციის „ექიმები საზღვრებს გარეშე“ ჰოსპიტალი ავღანეთის ჩრდილოეთით კუნდუზში, ნაწილობრივ დაინგრა შაბათს დილას დაბომბვის გამო.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ავღანეთში ორგანიზაციის „ექიმები საზღვრებს გარეშე“ ჰოსპიტალის დაცხრილვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 9 კაცამდე გაიზარდა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“, ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებაზე დაყრდნობით. 

 მანამდე ცნობილი გახდა, რომ ორგანიზაციის „ექიმები საზღვრებს გარეშე“ ჰოსპიტალი ავღანეთის ჩრდილოეთით კუნდუზში, ნაწილობრივ დაინგრა შაბათს დილას დაბომბვის გამო. ჰოსპიტალში იმ დროისათვის 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან სამი თანამშრომელი დაიღუპა და 30-მდე დაიკარგა.

 ნატომ განაცხადა, რომ ჰოსპიტალის დაბომბვის საკითხს გამოიძიებს. 


ყველა ახალი ამბავი
0