თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. კიოლნში ახალი წლის ღამეს მომხდარი მასობრივი თავდასხმის შემდეგ, გერმანიის პოლიციის სამმართველოებმა ხელმძღვანელობისგან მითითება მიიღეს, რომ არ გაახმაურონ მიგრანტების მიერ ჩადენილი დანაშაულები, — წერს გაზეთი Bild მაინის ფრანკფურტის სამართალდამცავი სტრუქტურების მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
გაზეთის ინფორმაციით, ასეთი მითითება ჰესენისა და ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მიწების პოლიციელებმა დახურულ სხდომაზე მიიღეს.
„სისხლის სამართლის დანაშაულები, რომელთა ჩადენაშიც უცხოეთის ის მოქალაქეები არიან ეჭვმიტანილები, რომლებსაც ლტოლვილთა მიმღებ ცენტრებში აქვთ გავლილი რეგისტრაცია, მაშინვე გვერდზე უნდა გადავდოთ. ხელმძღვანელობამ მკაფიოდ მიგვითითა, არ გავახმაუროთ ასეთი შემთხვევები და ინფორმაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში გავცეთ, თუ მედიისგან ამის პირდაპირი მოთხოვნა იქნება“, — განაცხადა ჩინოვნიკმა.
ჰესენის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მაილ შეიხის განცხადებით, უწყების პრესსამსახურების ხელმძღვანელები გააფრთხილეს, რომ მემარჯვენე ექსტრემისტებმა ლტოლვილთა თაობაზე ნეგატიური ინფორმაცია შესაძლოა იმ პირთა წინააღმდეგ გამოიყენონ, ვინც რეალურად საჭიროებს დაცვას.