თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. გერმანიის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ეთანხმება იდეას, რომ ქვეყანამ წელიწადში 200 ათასამდე შეზღუდოს მისაღებ ლტოლვილთა რაოდენობა, — იუწყება გამოცემა Bild am Sonntag.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, რომელიც ინსტიტუტმა Emnid ჩაატარა, გერმანელთა 48% მხარს უჭერს ამგვარი ზომების გატარებას, 44% — არ ეთანხმება მას. განსაკუთრებული მხარდაჭერა წელიწადში მხოლოდ 200 ათასი ლტოლვილის მიღებას გერმანიის აღმოსავლეთ მიწებზე გამოუცხადეს. იქ ამ იდეას მოსახლეობის 58%-მა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 37%.
გერმანიამ 2015 წელს, ოფიციალური მონაცემებით, ერთ მილიონზე მეტი ლტოლვილი შეიფარა, ხოლო კიდევ 250 ათასი არალეგალურად შევიდა ქვეყანაში.