მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა ერთ კვირაში 194 მილიარდი დოლარი დაკარგეს

© RIA Novosti . Владимир Астапковичფინანსური ბირჟა
ფინანსური ბირჟა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიზნესმენთა ქონება ჩინეთის სუსტი ეკონომიკური სტატისტიკის, ნავთობზე ფასების ვარდნისა და ამერიკული საფონდო ბაზრის უმსხვილესი ჩამოშლის ფონზე შემცირდა.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. სააგენტო „ბლუმბერგის“ ინდექსით პლანეტის ოთხასმა უმდიდრესმა ადამიანმა დაახლოებით 194 მლრდ დოლარი იზარალა 2016 წლის პირველ სავაჭრო კვირაში. 

პორტალი Bloomberg Business აღნიშნავს, რომ ბიზნესმენები შემოსავლებს ჩინეთის სუსტი ეკონომიკური სტატისტიკის, ნავთობზე ფასების ვარდნისა და ამერიკული საფონდო ბაზრის უმსხვილესი ჩამოშლის ფონზე კარგავდნენ. 

ნავთობის მოპოვება - Sputnik საქართველო
Brent-ის ნავთობის ფასი ერთ ბარელზე 33 აშშ დოლარზე ნაკლებია

მგალითად, სიის უცვლელმა პირველმა ნომერმა მრავალი წლის განმავლობაში, Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა  4,5 მლრდ დოლარი იზარალა, რაც მისი მთლიანი ქონების 5.4%-ს შეადგენს, ხოლო რეიტინგის მეორე ნომერმა, კომპანია Inditex-ის დამაარსებელმა ამანსიო ორტეგამ, რომელიც ტანსაცმლის უმსხვილესი ქსელების, მათ შორის, „ზარასა“ და „მასიმო დოტის“ მფლობელიცაა, 3.4 მლრდ დოლარი დაკარგა, რაც მისი ქონების 4.7 %-ია. ხოლო მექსიკელი კარლოს სლიმის ქონება, რომელიც ტელეკომუნიკაციების უმსხვილეს ქსელებს ფლობს, 10.8%-ით შემცირდა. 

„ინდექსის თანახმად, მილიარდერებმა ჯამში სიის ფიგურანტთა მთლიანი ქონების 4.9% იზარალეს. თუმცა მათი საქმე კიდევ უკეთაა, ვიდრე აქციების მსოფლიო ბაზრებისა — MSCI ACWI-ის ინდექსმა ერთ კვირაში გლობალური ბაზრების ფასიანი ქაღალდების 6.2%-ით დაცემა დააფიქსირა“, — აღნიშნავს გამოცემა.  


ყველა ახალი ამბავი
0