https://sputnik-georgia.com/20160108/229725998.html
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს იარაღით დასაჩუქრების უფლება მიეცა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს იარაღით დასაჩუქრების უფლება მიეცა
აღნიშნული უფლებით, ამ დრომდე, სარგებლობდა თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური... 08.01.2016-ს, Sputnik საქართველო
2016-01-08T21:00+0400
2016-01-08T21:00+0400
2021-10-19T15:48+0400
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22778/70/227787083_0:170:3017:1876_1920x0_80_0_0_5544d64b70fa0a5b97b206b062051ff0.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2016
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22778/70/227787083_0:75:3017:1971_1920x0_80_0_0_ba66c8591b4f34be9ad325827929dadf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს იარაღით დასაჩუქრების უფლება მიეცა
21:00 08.01.2016 (განახლებულია: 15:48 19.10.2021) აღნიშნული უფლებით, ამ დრომდე, სარგებლობდა თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობა.
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ამიერიდან უფლება აქვს სამოქალაქო ან ტაბელური იარაღი გადასცეს პირებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, უთხრა ჟურნალისტებს პარასკევს 8 იანვარს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.
შესაბამისი ცვლილება შეტანილ იქნა მთავრობის დადგენილებაში „სამოქალაქო ან სამსახურებრივ საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესების დამტკიცების შესახებ“.
„მთავრობის დადგენილებით, განსაზღვრული იყო ის უწყებები, რომელთა ხელმძღვანელებსაც აქვთ უფლება, ჯილდოდ იარაღის გადაცემისა. ამ ნუსხას დაემატა კიდევ ერთი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
აღნიშნული უფლებით, ამ დრომდე, სარგებლობდა თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობა.