საქართველოს სამხედრო გზაზე რამდენიმე ადგილას ზვავი ჩამოწვა

© https://www.facebook.com/georoad.ge/თითთოვლობის შედეგად გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
თითთოვლობის შედეგად გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საქართველოს სამხედრო გზაზე, მლეთა–გუდაურის გზაზე რამდენიმე ზვავი ჩამოწვა, განაცხადეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისსამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში პარასკევს, 8 იანვარს.

„წინასწარი ინფორმაციით, მლეთა–გუდაურის გზაზე რამდენიმე ზვავია ჩამოსული. სრული ინფორმაცია ჩამოსული ზვავების შესახებ მხოლოდ ზვავსაშიშროების მოხსნის შემდეგ ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე დადგინდება. ზვავების მოცულობაზე იქნება დამოკიდებული შესასრულებელი გაწმენდითი სამუშაოების მასშტაბები და გზის გახსნის დრო“, — აღნიშნულია განცხადებაში.

დიდთოვლობა - Sputnik საქართველო
საქართველო-რუსეთის საზღვარზე დიდთოვლობის გამო სატვირთო მანქანების საცობია

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები ადგილზე არიან მობილიზებული და ზვავსაშიშროების მოხსნისთანავე დაიწყებენ გზის გაწმენდით სამუშაოებს, აღნიშნეს სამინისტროში. 

გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

 


ყველა ახალი ამბავი
0