თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ესტუმრა და თანამშრომლებს ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა, ამის შესახებ უწყების პრესსამსახური ხუთშაბათს, 7 იანვარს იტყობინება.
შობის ღამეს შინაგან საქმეთა მინისტრი სამების ტაძარში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად და საშობაო ლიტურგიას დაესწრო.
შობა ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია. 6-დან 7 იანვრის ღამეს საქართველოს ყველა ტაძარში საშობაო ღვთისმსახურება გაიმართა.