სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქვეყანას ქრისტეშობა მიულოცა

გამოწერა

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თბილისის სამების საკათედრო ტაძარში ქრისტეშობის საზეიმო ღვთისმსახურება ჩაატარა. 

7 იანვრის ღამეს საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა, რითაც ერთ-ერთი უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაული — ქრისტეშობა აღინიშნა. 

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თბილისის სამების საკათედრო ტაძარში ქრისტეშობის საზეიმო ღვთისმსახურება ჩაატარა, რომელსაც მთავრობის წევრები, უცხოელი სტუმრები, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და უბრალოდ, მოქალაქეები ესწრებოდნენ. 

პატრიარქმა საშობაო ქადაგებაში ქვეყნის მოსახლეობას ერთმანეთის სიყვარულისაკენ მოუწოდა და ურჩია, ყურადღება გაამახვილონ თანამედროვე სამყაროს პრობლემებზე. 

ყველა ახალი ამბავი
0