მედია: თურქი ექსპორტიორები რუსული სანქციების გამო კოტრდებიან

© photo: Sputnik / Алексей Мальгавко / გადასვლა მედიაბანკშიციტრუსი
ციტრუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხილ-ბოსტნეულის თურქ ექსპორტიორებს წინ მძიმე ზამთარი ელოდებათ. რუსული სანქციების ფონზე თურქული ექსპორტის ვარდნა, გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით, 2016 წელს კიდევ უფრო გაძლიერდება, წერს თურქული და აზიური მედია.

თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. ხილ-ბოსტნეულის საბითუმო გაყიდვებით დაკავებული  თურქული კომპანიები რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო კოტრდებიან. რუსული სანქციები 1 იანვრიდან ამოქმედდა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ გამოცემა Today'sZaman-ზე დაყრდნობით.

განსაკუთრებით ანტალიის პროვინციისფირმები დაზარალდნენ. ექსპორტიორებს წინ რთული ზამთარი ელოდებათ, აღნიშნავს გამოცემა. 

„… ანტალიელი ბითუმად მოვაჭრენი სერიოზულად დაზარალდნენ. ისეთებიც არიან, ვინც ბიზნესს ტოვებენ, სატვირთო ავტომანქანები უკან ბრუნდება. კრიზისის ფონზე შიდა ბაზარს მივმართეთ, მაგრამ არ ვიცით, რამდენს გაუძლებს ის“, — ციტირებს Today'sZaman-ი ექპორტიორ ალი იანდრიკის სიტყვებს.

საპროტესტო აქცია მოსკოვში თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
ექსპერტები თურქეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე: ზარალი რუსეთისთვის მინიმალურია

ამჟამად თურქეთის ეკონომიკას ოპტიმიზმისთვის დიდი საფუძველი არ აქვს, 2015 წელს ექსპორტი 8,4%-ით დაეცა. 2016 წელს, იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთის წინააღმდეგ რუსული სანქციები იმოქმედებს, ექსპორტის მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტი ტემპით გააგრძელებს ვარდნას, წერს გამოცემა AsiaTimes.

რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობები კრიზისული მას შემდეგ გახდა, რაც 24 ნოემბერს თურქულმა გამანადგურებელმა სირიაში რუსული ბომბდამშენი სუ-24 ჩამოაგდო. ინციდენტის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და თურქეთთან მიმართებით სპეციალური ეკონომიკური ზომების დაწესების შესახებ ბრძანებულებას მოაწერა ხელი. 


ყველა ახალი ამბავი
0