სეულმა და ვაშინგტონმა კორეის ნახევარკუნძულზე აშშ-ის ძალების განთავსებაზე იმსჯელეს

© RIA Novosti . Александр Кряжевსეული
სეული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსების სამხრეთ კორეაში განლაგების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას წყალბადის ბომბის გამოცდის შესახებ ჩრდილოეთ კორეის განცხადებამ უბიძგა.

თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. სამხრეთ კორეის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა ლი სუნ ჩჟინმა და ამ ქვეყანაში ამერიკული სამხედრო დაჯგუფებების სარდალმა, გენერალმა კერტის სკაპაროტიმ პირადი შეხვედრა გამართეს, სადაც კორეის ნახევარკუნძულზე აშშ-ის სტრატეგიული ძალების განლაგების შესაძლებლობები განიხილეს, განაცხადა ხუთშაბათს ბრიფინგზე სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურა წარმომადგენელმა.

„სამხრეთ კორეის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა ლი სუნ ჩჟინმა და კორეაში ამერიკული სამხედრო ჯარების სარდალმა, გენერალმა კერტის სკაპაროტიმ გუშინ შეხვედრა გამართეს და კორეის ნახევარკუნძულზე აშშ-ის სტრატეგიული ძალების განლაგების შესაძლებლობები განიხილეს“, — ციტირებს სააგენტო „რენხაპი“ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის სიტყვებს.

სამხედრო იარაღის გამოცდა - Sputnik საქართველო
ჩრდილოეთ კორეამ წყალბადის ბომბის გამოცდა წარმატებით ჩაატარა

საუბარია ატომურ წყალქვეშა ნავებზე, ბომბდამშენებზე В-52 და გამანადგურებლებზე  F-22, რომლებიც რადარებით აღმოჩენისგან დასაცავად „სტელსის“ ტექნოლოგიით არიან აღჭურვილები.

სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეაში ბომბის ცდებმა სამხრეთ კორეაში მიწისზედა ბაზირების ამერიკული მობილური რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსების THAAD (საშუალო სიშორის რაკეტების ატმოსფეროს სიმაღლეზე გარე „ჩაჭრისთვის“),ასევე ამ ქვეყანაში აშშ-ის ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების  შესახებ საუბრის განახლება გამოიწვია.

ჩრდილოეთ კორეამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ დილით წყალბადის ბომბის გამოცდა ჩაატარა. საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის საკვანძო ბირთვულმა ზესახელმწიფოებმა, ფხენიანის ქმედებები დაგმო და რეგიონში ვითარების გართულებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. ამავე დროს, ასევე გამოითქვა ეჭვი, რომ ოთხშაბათს სწორედ წყალბადის ბომბი გამოსცადეს. 


ყველა ახალი ამბავი
0