მოგერინი ჩრდილოეთ კორეას მსოფლიო საზოგადოებასთან დიალოგისკენ მოუწოდებს

© photo: Sputnik / Artyom Zhitenyov / გადასვლა მედიაბანკშიფედერიკა მოგერინი
ფედერიკა მოგერინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ფედერიკა მოგერინი ჩრდილოეთ კორეას მოუწოდებს, დაუბრუნდეს ექვსმხრივ მოლაპარაკებებს, შეწყვიტოს სახიფათო ქმედებები; მისი აზრით, ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის ცდები საფრთხეს უქმნის მსოფლიოსა და მთელს ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის რეგიონს.

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ, ბირთვული გამოცდის შესახებ განცხადების შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას მოუწოდა დაუბრუნდეს საერთაშორისო თანამეგობრობასთან დიალოგს და შეწყვიტოს „უკანონო და საშიში ქმედებები“, აღნიშნულია მის კომუნიკეში. 

სამხედრო იარაღის გამოცდა - Sputnik საქართველო
ჩრდილოეთ კორეამ წყალბადის ბომბის გამოცდა წარმატებით ჩაატარა

„თუ ეს დადასტურდება, ეს ქმედება, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს რამდენიმე რეზოლუციაშია აღნიშნული, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის ცდების ჩატარების მხრივ, საერთაშორისო ვალდებულებების სერიოზული დარღვევა იქნება,“, — განაცხადა ევროპის უმაღლესმა კომისარმა.

მისი განცხადებით, ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის მსოფლიოსა და მთელს ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის რეგიონს.

„მოვუწოდებ ჩრდილოეთ კორეას, დაუბრუნდეს საერთაშორისო თანამეგობრობასთან მნიშვნელოვან დიალოგს, კერძოდ, ექვსმხრივ მოლაპარაკებებს და შეწყვიტოს უკანონო და საშიში მოქმედება“, — განაცხადა მოგერინიმ.


ყველა ახალი ამბავი
0