გიორგი მარგველაშვილმა სომეხ თანამოქალაქეებს შობისა და ნათლისღების დღესასწაული მიულოცა

© photo: Sputnikსანთლები
სანთლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხური სამოციქულო ეკლესია ერთადერთია ქრისტიანულ ეკლესიებს შორის, რომელიც ქრისტეშობასა და ნათლისღებას ერთ დღეს აღნიშნავს. შობის დღესასწაული სომხეთში 13 იანვრამდე გრძელდება.

თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში მცხოვრებ სომხებს შობისა და ნათლისღების დღესასწაული მიულოცა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოთხშაბათს, 6 დეკემბერს.

სომხური სამოციქულო ეკლესია ერთადერთია ქრისტიანულ ეკლესიებს შორის, რომელიც ქრისტეშობასა და ნათლისღებას ერთ დღეს აღნიშნავს. 

შობა სომხეთში - Sputnik საქართველო
სომხური ეკლესია ქრისტეშობასა და ნათლისღებას ერთ დღეს აღნიშნავს

„ქართველთა და სომეხთა მეგობრობა ათასწლეულებს ითვლის. საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხები დაუღალავად იღწვიან ქვეყნის აღმშენებლობისა და განვითარებისთვის. დაე, 2016 იყოს ჯანმრთელობის, ბედნიერების, მშვიდობისა და კეთილდღეობის წელი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის“, — ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

შობისწინა კვირა — 30 დეკემბრიდან 5 იანვრის საღამომდე — სომხეთში მარხვის კვირად მიიჩნევა. ძველი აღთქმის თანახმად, ოცდაათ წლამდე ასაკის ადამიანებს ქადაგების უფლება არ ჰქონდათ. ეკლესია ქრისტეშობასა და ნათლისღებას ერთ დღეს იმიტომ აღნიშნავდა, რომ ქრისტემ ქადაგება 30 წლისამ, ნათლობის შემდეგ დაიწყო. 

შობის დღესასწაული სომხეთში 13 იანვრამდე გრძელდება. 

 

ყველა ახალი ამბავი
0