სომხური ეკლესია ქრისტეშობასა და ნათლისღებას ერთ დღეს აღნიშნავს

© photo: Sputnik / Асатур Есаянц / გადასვლა მედიაბანკშიშობა სომხეთში
შობა სომხეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხური სამოციქულო ეკლესიის პრესსამსახურის განცხადებით, მხოლოდ სომხურმა ეკლესიამ შეინარჩუნა ქრისტეშობისა და ნათლისღების ერთ დღეს აღნიშვნის უძველესი ადათი.

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. სომხური სამოციქულო ეკლესია ერთადერთია ქრისტიანულ ეკლესიებს შორის, რომელიც ქრისტეშობასა და ნათლისღებას ერთ დღეს აღნიშნავს. 

ამ დღეს სრულიად სომხეთის კათალიკოსი გარეგინ მეორე წმიდა ეჩმიაძინის კათედრალურ ტაძარში საზეიმო საშობაო ლოცვას აღავლენს. ღვთისმსახურებას ქვეყნის ხელმძღვანელობა, მთავრობის წევრები, დეპუტატები, ერევანში აკრედიტებული ელჩები, პოლიტიკური მოღვაწეები  და მრევლი დაესწრება. 

„მხოლოდ სომხურმა ეკლესიამ შეინარჩუნა ქრისტეშობისა და ნათლისღების ერთ დღეს აღნიშვნის უძველესი ადათი. სხვა ეკლესიები ქრისტეშობას 25 დეკემბერს ან 7 იანვარს ზეიმობენ, ხოლო ნათლისღებას — 5 ან 19 იანვარს“, — განაცხადეს წმიდა ეჩმიაძინის პრესსამსახურში. 

ძველი აღთქმის თანახმად, ოცდაათ წლამდე ასაკის ადამიანებს ქადაგების უფლება არ ჰქონდათ. ეკლესია ქრისტეშობასა და ნათლისღებას ერთ დღეს იმიტომ აღნიშნავდა, რომ ქრისტემ ქადაგება 30 წლისამ, ნათლობის შემდეგ დაიწყო. 

© photo: Sputnik / Тигран Мехрабян / გადასვლა მედიაბანკშიქრისტეშობის დღესასწაული სომხეთში
ქრისტეშობის დღესასწაული სომხეთში - Sputnik საქართველო
ქრისტეშობის დღესასწაული სომხეთში

მარხვა და საშობაო ლიტურგია

შობისწინა კვირა — 30 დეკემბრიდან 5 იანვრის საღამომდე — სომხეთში მარხვის კვირად მიიჩნევა. ძველი წელთაღრიცხვის მიხედვით, სომხები ახალ წელს 1 ნავასარდს, ანუ 11 აგვისტოს აღნიშნავდნენ. ახალი წელთაღრიცხვის დამკვიდრების შემდეგ ახალი წელი 31 დეკემბერს აღინიშნებოდა.  მარხვა 5 იანვარს, საღამოს, ეკლესიებში საშობაო ლიტურგიის აღვლენის შემდეგ მთავრდება. ადამიანები ერთმანეთს ესალმებიან სიტყვებით: „ქრისტე იშვა და გამოგვეცხადა! ნეტარ არს ქრისტეს გამოცხადება!“ 

წყალკურთხევა

6 იანვარს, საშობაო ლიტურგიის შემდეგ, წყალკურთხევის რიტუალი ტარდება ბიბლიით, ჯვრითა და მირონით. ამის შემდეგ წყალს დამსწრეებს ურიგებენ. მომდევნო დღეს სომხური ეკლესია მიცვალებულთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს და პანაშვიდს იხდის მათი სულების სიმშვიდისათვის. 

შობის დღესასწაულისთვის აკურთხებენ როგორც საცხოვრებელ სახლებს, ისე სამუშაო ადგილებსაც. 

7 იანვარს მერელოცი, ანუ მიცვალებულთა ხსენების დღე აღინიშნება. საღვთო ლიტურგიის შემდეგ ეკლესიებში მიცვალებულთა სულების განსვენებისთვის ლოცულობენ და საფლავებზე გადიან. 

შობის დღესასწაული სომხეთში 13 იანვრამდე გრძელდება. 


ყველა ახალი ამბავი
0