ქარბუქის გამო სომხეთში რამდენიმე მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

© photo: Sputnik / Владимир Первенцев / გადასვლა მედიაბანკშიუღელტეხილი
უღელტეხილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შესაბამისი სპეც.ტექნიკა გზებზე ტექნიკურ მარილს აყრის, გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს“, ნათქვამია სომხეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში.

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. სომხეთში დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო რამდენიმე მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, იუწყება სომხეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტრო.

დიდთოვლობა - Sputnik საქართველო
საქართველო-რუსეთის საზღვარზე დიდთოვლობის გამო სატვირთო მანქანების საცობია

ცუდი ხილვადობის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა ბერდ-ჩამბარაკის, გორის-სისიანისა და სელიმის უღლტეხილზე. ასევე დილიჟან-სევანის გვირაბისა და არტიკ-მარალიკის გზის მონაკვეთზე. 

ტრანსპორტის სამინისტრო მძღოლებს აღნიშნულ გზებზე გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

„ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შესაბამისი სპეც.ტექნიკა გზებზე ტექნიკურ მარილს აყრის, გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს“, — ნათქვამია განცხადებაში.

ჰიდრომეტცენტის მონაცემებით, სომხეთში თოვლი და ქარბუქი რამდენიმე დღეს კიდევ გაგრძელდება.


ყველა ახალი ამბავი
0