თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. გასული ერთი წლის განმავლობაში რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყში დაპყრობილი ტერიტორიების 40%, ხოლო სიარიაში 20%
დაკარგა, — იუწყება სააგენტო „როიტერი“ საერთაშორისო კოალიციის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს.
დეკემბრის შუა რიცხვებში აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ დაჯგუფებას ზაფხულს მერე არცერთი წარმატებული სახმელეთო ოპერაცია არ განუხორციელებია არც სირიაში და არც ერაყში.