ბრიტანელმა ქალმა, თუ ჯალათი მისი ძმა აღმოჩნდება, მისი მოკვლის პირობა დადო

© Sputnik / STRINGER"ისლამური სახელმწიფო"
ისლამური სახელმწიფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონიკა დჰარს არ სჯერა, რომ ვიდეოზე აღბეჭდილი ჯალათი მისი ძმაა, თუმცა ფიქრობს, რომ „ხმა ცოტათი ჰგავს“.

თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, დევიდ კემერონის გაფრთხილების მიზნით, ინტერნეტით ვიდეო  გაავრცელეს, რომელზეც ჯალათი ხუთ ბრიტანელ „შპიონს“ სიკვდილით სჯის. ჯალათის სავარაუდო დამ, კონიკა დჰარმა განაცხადა, რომ ძმას თავად მოკლავს, თუ ვიდეოზე აღბეჭდილი მკვლელი მართლაც ისაა, — წერს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „დეილი მეილზე“ დაყრდნობით. 

კონიკა დჰარს არ სჯერა, რომ ვიდეოზე აღბეჭდილი ჯალათი მისი ძმაა, ვინაიდან არც თვალებით, არც სიმაღლით და არც აღნაგობით არ ჰგავს. ერთადერთი, რითაც კონიკამ მცირედით მიამსგავსა ძმას, ეს ხმაა. 

დჰარსა ამბობს, რომ ძმა წელიწადზე მეტია, რაც არ უნახავს, ამიტომ წარმოდგენა არ აქვს, „რას შვრება ის ახლა“. 

„ვარ თუ არა შოკირებული? როგორც კი შინ დაბრუნდება თუ ეს ჩემი ძმაა საკუთარი ხელით მოვკლავ, თუ ეს მართლაც ისაა, მოვკლავ!“, — აცხადებს ქალი. 


ყველა ახალი ამბავი
0