ვოლსკის მურუსიძის მოსამართლედ დანიშნვა მიუღებლად მიაჩნია

გამოწერა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გიორგი ვოლსკისთვის ლევან მურუსიძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევა მორალურად მიუღებელია.

თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის თბილისი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნა მორალურად მიუღებელია, — მიაჩნია ფრაქცის „ქართული ოცნების“ ლიდერს, დეპუტატ გიორგი ვოლსკის. 

სასამართლო - Sputnik საქართველო
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნაზე განმარტება გააკეთა

„ჩემთვის მორალურად ეს მიუღებელია, ვერ წარმომიდგენია საერთოდ თავად როგორ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. მეორეს მხრივ, იმასაც აქვს რაღაც თავის პრინციპები და თვლის, რომ თვითონაც მსხვერპლია, ვინაიდან სიტუაციაში ჩააგდო კანონმა, როდესაც სხვა გადაწყვეტილებას ვერ იღებს და მორალურად კი აბსოლუტურად გაუმართლებელია“, — განუცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებს ბრიფინგზე. 

შეგახსენებთ: მურუსიძემ იუსტიციის საბჭოს წევრების მხრიდან კრიტიკის პასუხად განაცხადა, რომ თავად არის იმ კანონების მსხვერპლი, რომლებიც სააკაშვილისას არსებობდა და სხვა გადაწყვეტილების მიღება გირგვლიანის გახმაურებულ საქმეზე არ შეეძლო. 


ყველა ახალი ამბავი
0