თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. ზესტაფონი–ხობის მონაკვეთზე ამინდის გაუარესების გამო მოძრაობა გართულებულია, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
"ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და დაბალი ხილვადობის გამო, გართულებულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ზესტაფონი–ხობის მონაკვეთზე", — ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ აღნიშნული მიმართულებით მგზავრობისაგან. ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ისარგებლონ ზამთრის პერიოდის შესაბამისი ავტოტრანსპორტითა და საბურავებით.