ბაჰრეინი ირანთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს

© photo: Sputnik / Эдуард Песов / გადასვლა მედიაბანკშიბაჰრეინი
ბაჰრეინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის თაობაზე საუდის არაბეთის ხელისუფლებამ განაცხადა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ერ–რიადის მიერ შიიტი მქადაგებლის ან–ნიმრის სიკვდილით დასჯამ საპროტესტო ტალღა და თეირანში საუდის არაბეთის საელჩოზე თავდასხმა გამოიწვია.

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. ბაჰრეინის სამეფომ, საუდის არაბეთის შემდეგ, ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა. ირანელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცეს. 

 „ბაჰრეინის სამეფომ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და დიპლომატიური მისიის ყველა თანამშრომელს სთხოვს, ქვეყანა 48 საათის განმავლობაში დატოვოს“, – იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო BNA0–ს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

როგორც ხელისუფლება განმარტავს, გადაწყვეტილება ბაჰრეინისა და სპარსეთის ყურის არაბული მონარქიების საქმეებში ირანის ჩარევასთან, ირანში საუდის არაბეთის საელჩოსა და საკონსულოზე „ბინძურ თავდასხმებთან“ არის დაკავშირებული და ეს გადაწყვეტილება რეგიონის უსაფრთხოების დაცვისკენ არის მიმართული. 

საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრი - Sputnik საქართველო
Independent: საუდის არაბეთში სიკვდილით დასჯა დასავლეთს დილემის წიმაშე აყენებს

კვირას, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადილ ალ–ჯუბეირმა განაცხადა, რომ ირანთან, მისი „სამეფოს საქმეებში ღია ჩარევის, რეგიონში მტრული ქმედებებისა და თეირანში სამეფოს საელჩოსა და ქალაქ მეშჰედში საკონსულოზე თავდასხმის“ გამო, დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს. ინციდენტები შაბათს, შიიტი მოძღვრის ნიმრ ან–ნიმრის სიკვდილით დასჯის შესახებ საუდის არაბეთის გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში მოხდა. 

შაბათს, საუდის არაბეთის შსს–მ 47 ადამიანის სიკვდილით დასჯის შესახებ განაცხადა, რომლებიც ტერორიზმისა და მისი წაქეზების გამო გასამართლდნენ. დასჯილთა შორის იყო ნიმრ ან–ნიმრი. მისი სიკვდილით დასჯის ამბავმა ისლამური სამყაროს შიიტ პოლიტიკოსებსა და რელიგიურ მოღვაწეთა შორის უკმაყოფილება გამოიწვია. გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა მომხდართან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.  

მოძღვარი ნიმრ ან–ნიმრი საუდის არაბეთის ხელისუფლებამ 2012 წელს, ქვეყნის აღმოსავლეთით საპროტესტო აქციის შემდეგ დააკავა. 2014 წელს მას, უთანხმოების გაღვივების, მეფის დაუმორჩილებლობისა და წესრიგის დამცველთა წინააღმდეგ ტერორისტული შეტევების განხორციელების მიზნით, ტერორისტული ჯგუფის შექმნის ბრალდებით, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.


ყველა ახალი ამბავი
0