თოვლმა ქობულეთს პრობლემები შეუქმნა

© Муниципалитет Кобулетиთოვლმა ქობულეთს პრობლემები შეუქმნა
თოვლმა ქობულეთს პრობლემები შეუქმნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვითარება კრიტიკულია. ჩაკეტილია სოფლებისკენ მიმავალილ გზები, ხოლო ქობულეთი-ოზურგეთის ავტომაგისტრალზე შეზღუდულია მოძრაობა.

თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. უამინდობამ პრობლემები შექმნა ქობულეთის გზებზე. ამას გარდა, ამ დროისათვის უშუქოდაა დარჩენილი რამდენიმე ათასი მოსახლე, — იუწყება ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახური ორშაბათს, 4 იანვარს. 

ელექტროგადამცემი ხაზები - Sputnik საქართველო
დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის 4–5%–ს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

თოვლის საფარმა ქალაქ ქობულეთში 25 სანტიმეტრს მიაღწია, ხოლო სოფლებში — 70-90 სმ-ს. სტიქიასთან ბრძოლის შტაბი, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე ხელმძღვანელობს, საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები და შესაბამსი ტექნიკა. 

„ამ ეტაპისთვის მდგომარეობა კრიტიკულია. ჩაკეტილია სოფლებთან მისასვლელი გზები, ქობულეთი-ოზურგეთის ავტომაგისტრალზე სატრანსპორტო მიმოსვლა შეფერხებულია. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. შუქი არ მიეწოდება 7 550 აბონენტს“, — ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

 


ყველა ახალი ამბავი
0