თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის გამო ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა, რის შედეგადაც მოსახლეობის 4-5%-ს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდებოდა, იუწყება კომპანია „ენერგო–პრო ჯორჯია“ ორშაბათს, 4 იანვარს.
მთელი ღამის განმავლობაში, უამინდობის, ძლიერი თოვლისა და ქარბუქის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს იმერეთში, სამეგრელოსა და გურიიაში.
„განსაკუთრებით რთული მდგომარეობა იყო მაღალმთიან რაიონებში, სადაც თოვლის საფარმა დაახლოებით 1 მეტრს მიაღწია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ტექნიკური სამსახური სრულად მობილიზებულია. ისინი 24–საათიან საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობას მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღუდგეს, აღნიშნავენ კომპანიაში.