პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, შობას ფანჯრებში დანთებული სანთლებით შეხვდეს

© photo: Sputnikსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ქრისტეშობას 7 იანვარს აღნიშნავს. ამ დღეს საქართველოს ტაძრებში სადღესასწაულო წირვა აღევლინება, ხოლო თბილისში „ალილო“ გაიმართება.

თბილისი, 4 იავარი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაში ქვეყნის მოსახლეობას დამდეგი ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა და მოუწოდა, ამ დღეს ტრადიციულად ფანჯრებში დანთებული სანთლებით შეხვდნენ. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 83 წელი შეუსრულდა

ქრისტეშობა ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული დღესაწაულია. ილია მეორის მიერ დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ქრისტეშობის ღამეს თითოეული მართლმადიდებელი ფანჯარაში ანთებულ სანთელს დგამს, რაც „არის სიმბოლო იმის, რომ ჩვენ ვიწვევთ ჩვენს სახლებში, ბინაში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რათა ჩვენთან იშვას ქრისტე“. 

„მოგვიახლოვდა ქრისტეშობის დღესასწაული, მე შევთხოვ უფალს, რომ ქყველა ჩვენგანში იშვას ქრისტე. ქრისტე ღმერთი, ჩვენი მაცხოვარი, იყოს მფარველი ყოველივე ჩვენგანის. ყოველი ადამიანის. მაცხოვარს შევავედრებთ ყველა ადამიანს, ვინც უცხოეთშია წასული. შევთხოვთ უფალს, რომ ჩვენი სახელები დაწერილი იყოს წიგნსა მას შინა ცხოვრებისასა“, — ბრძანა პატრიარქმა.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ქრისტეშობას 7 იანვარს აღნიშნავს. ამ დღეს საქართველოს ტაძრებში სადღესასწაულო წირვა აღევლინება, ხოლო თბილისში „ალილო“ გაიმართება. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0