საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 83 წელი შეუსრულდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საკონცერტო დარბაზში 20:00 საათზე ქართველი შემსრულებლის ჯემალ სეფიაშვილის საქართველოს სულიერი ლიდერისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.

თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ორშაბათს, 4 იანვარს 83 წელი შეუსრულდა.

 წელს პატრიარქის დაბადების დღესთან დაკავშირებული ტრადიციული მიღება დაგეგმილი არ არის. თბილისის საკონცერტო დარბაზში 20:00 საათზე ქართველი შემსრულებლის ჯემალ სეფიაშვილის საქართველოს სულიერი ლიდერისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.

 ილია მეორე (ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი) გიორგი შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში მეოთხე შვილი იყო. 1927 წელს ოჯახი საცხოვრებლად ვლადიკავკაზში გადავიდა. ჩვილი ქართულ ტაძარში შობის დღესასწაულზე მოინათლა.

 1952 წელს ილია მეორემ ვლადიკავკაზის №22 საშუალო სკოლა დაამთავრა, 1957 წელს — მოსკოვის სასულიერო სემინარია და 1960 წელს — მოსკოვის სასულიერო აკადემია. 1957 წლის 16 აპრილს, სასულიერო სემინარიის მეორე კურსზე ყოფნისას, 24 წლის ირაკლი შიოლაშვილი მელქისედეკ მესამის კურთხევით ბერად აღიკვეცა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: „გვიფიქრია იმაზე, რა არის ბედნიერება?“

 ილია მეორე ბათუმისა და შემოქმედის ეპისკოპოსად 1963 წლის 26 აგვისტოს ეკურთხა. იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი (1963-1972 წლებში). 1967 წელს სოხუმის ეპისკოპოსი გახდა, 1969 წლიდან — მიტროპოლიტი.

 1977 წლის 9 ნოემბერს, კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, ილია მეორე წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქის ადგილმონაცვლედ დაინიშნა. 1977 წელს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს გაიმართა.

 საქართველოს პატრიარქად ილია მეორის ყოფნის პერიოდში, 1980-იან წლებიდან საქართველოში მართლმადიდებლობის აღორძინება დაიწყო. ბოლო 36 წლის განმავლობაში საქართველოში ეპარქიების რაოდენობა 15-დან 33-მდე გაიზარდა. 1977 წელს საქართველოში მხოლოდ 48 მოქმედი ტაძარი იყო, ახლა კი დაახლოებით 1000-ია.

 წმინდანად შერაცხეს სხვადასხვა სასულიერო მოღვაწე, გაიხსნა ახალი სასულიერო სასწავლებლები, მათ შორის თბილისისა და გელათის სასულიერო აკადემიები. თბილისში საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი — წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი აშენდა. 


ყველა ახალი ამბავი
0