თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პტრიარქმა ილია მეორემ მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა და ყველას სიკეთისკენ მოუწოდა.
"გვიფიქრია იმაზე, რა არის ბედნიერება?… ვაკეთოთ სიკეთე, დავინახოთ გაჭირვებული ადამიანი და დავეხმაროს მას. ერთ ადამიანს უთქვამს:"ვინც რას აკეთებს, თავისთავს უკეთებს. ვაკეთოთ სიკეთე და სიკეთე ათმაგად დაგვიბრუნდება ჩვენ. გილოცავთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო!", — ბრძანა პატრიარქმა თავის საახალწლო მიმართვაში.