თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ადელ ალ-ჯუბეირას განცხადებით, სამეფო დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს ირანთან, — იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით.
საუდის არაბეთმა ირანის დიპლომატიურ მისიასა და მასთან დაკავშირებულ სტრუქტურებს ქვეყნის 48 საათში დატოვება მოსთხოვა.
ალ-ჯუბეირას თქმით, სამეფო „უფლებას არ მისცემს ირანს, ძირი გამოუთხაროს საუდის არაბეთის უსაფრთხოებას“.
საუდის არაბეთმა გასულ შაბათს 47 ადამიანის სიკვდილით დასჯის თაობაზე გაავრცელა ინფორმაცია, რომლებიც ტერორიზმსა და ტერორიზმის წახალისებაში იყვნენ ბრალდებულნი. სიკვდილით დასჯილთა შორის იყვნენ „ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერი ფარის აზ-ზახრანი და შიიტი მოძღვარი ან-ნიმრი.
ამ უკანასკნელთა სიკვდილით დასჯას თეირანში საუდის არაბეთის საელჩოზე თავდასხმა მოჰყვა. პოლიციამ შეძლო არეულობის შეჩერება და 40 ადამიანი დააპატიმრა. თუმცა კვირას საპროტესტო აქცია საელჩოსთან განახლდა. სიკვდილით დასჯა ბევრმა პოლიტიკოსმა დაგმო.