ირანში საუდის არაბეთის საელჩოზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი 40 პირი დააკავეს

© photo: Sputnikთეირანი
თეირანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მასშტაბური საპროტესტო აქციები თეირანში შიიტების მოძღვრის სიკვდილით დასჯის შემდეგ დაიწყო. დემონსტრანტებმა ირანში მდებარე საუდის არაბეთის საელჩოზე თავდასხმა განახორციელეს.

თბილისი, 3 იანვარი — Sputnik.  თეირანში საუდის არაბეთის საელჩოზე თავდასხმის შემდეგ სამართალდამცველებმა 40-მდე ადამიანი დააკავეს — დემონსტრანტების ნაწილმა საელჩოს შენობაში შეღწევა მოახერხა.

საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც საუდის არაბეთში იმ 47 ადამიანის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება მიიღეს, რომლებიც ტერორიზმთან კავშირში არიან მხილებულნი. ირანის ხელისუფლებამ მათი სიკვდილის დასჯის შემდეგ საუდის არაბეთის მთავრობა ტერორიმზის ხელშეწყობაში დაადანაშაულა.

„საელჩოზე თავდასხმის საქმეზე 40 ადამიანია დაპატიმრებული“, — იუწყება ადგილობრივი ხელისუფლება.

მოძღვარი შეიხი ნიმრ ან-ნიმრი საუდის არაბეთის ხელისუფლებამ 2012 წელს საპროტესტო აქციაზე დააკავა. 2014 წელს მას სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0