თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. „ვარსკვლავური ომების“ შემქმნელმა ჯორჯ ლუკასმა კინოსაგის მეშვიდე ეპიზოდი გააკრიტიკა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ The Hollywood Reporter-ზე დაყრდნობით.
„მათ გადაწყვიტეს რეტრო-ფილმის გაკეთება. მე ეს არ მომწონს. ყოველ ფილმზე მუშაობისას, მე ვცდილობდი ისინი განსხვავებული ყოფილიყო. და მე ისინი აბსოლუტურად განსხვავებული გამომივიდა — სხვადასხვა პლანეტები, კოსმოსური ხომალდები“, — განაცხადა რეჟისორმა.
ლუკასის განმარტებით, კომპანია Walt Disney დაინტერესებული არ ყოფილა მისი მოსაზრებით. რეჟისორმა „ვარსკვლავურ ომებს“ საკუთარი შვილები უწოდა, რომლებიც მან „ თეთრ მონათმფლობელებს მიჰყიდა“.
2012 წელს ჯორჯ ლუკასმა 4 მლნ აშშ დოლარის სანაცვლოდ სტუდია Lucasfilm-ს „ვარსკვლავური ომებისა“ და „ინდიანა ჯონსის“ გაგრძელებაზე უფლება მიჰყიდა.
„ვარსკვლავური ომების“ მეშვიდე ეპიზოდის მსოფლიო პრემიერა აშშ-ში 2015 წლის 15 დეკემბერს გაიმართა. რუსეთში ფილმი გაქირავებაში 17 დეკემბერს ჩაეშვა. ახალმა ეპიზოდმა აბსოლუტური რეკორდი მოხსნა და ფილმის გამოსვლიდან 12 დღეში 1 მლრდ აშშ დოლარი გამოიმუშავა.