ფანები ყვირილით ეგებებოდნენ "ვარსკვლავური ომების" მსახიობების ლოს–ანჟელესში

გამოწერა

ლოს–ანჟელესში კინოთეატრთან ახლოს ფანები შეიკრიბნენ, სადაც ფილმის "ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება" წინასაპრემიერო ჩვენება გაიმართა. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ შედიოდნენ დახურულ ღონისძიებაზე მსახიობები.

ორშაბათს ლოს–ანჟელესში კინოთეატრ "დოლბისთან" რამდენიმე საათი ფანების არმია იდგა, რათა საყვარელი ვარსკვლავები თუნდაც ოდნავ მაინც დაენახათ წითელ ხალიჩაზე გავლისას.

"ვარკსვლავური ომების" მეშვიდე ეპიზოდის დახურული პრემიერის გამო ჰოლივუდის ბულვარის ნაწილი გადაფარული იყო სპეციალური ფარდებით. წითელ ხალიჩაზე ამ საღამოს გაიარეს არა მხოლოდ მსახიობებმა, იმპერიულმა შემტევებმა, დროიდებმა R2-D2, C-3PO, BB-8 და ფილმის შემქმნელებმა, არამედ ადგილობრივმა პოლიტიკოსებმაც. უსაფრთხოების ზომებმა "ვარსკვლავური ომების" ახალი სერიის ჩვენებაზე "ოსკარის" დაჯილდოვების ყოველწლიური ცერემონიის დონეს გადააჭარბა.

ფილმის მოქმედება ფილმის მეექვსე ნაწილის მოვლენებიდან 30 წლის შემდეგ განვითარდება. სიუჟეტის ცენტრში აღმოჩნდებიან როგორც ლუკ სკაიუოკერის ორიგინალი ტრილოგიის პერსონაჟები, პრინცესა ლეა და ჰან სოლო, ასევე ახალი გმირები.

აშშ–ში "ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება" ოფიციალურად კინოეკრანებზე გამოვა პარასკევს, 18 დეკემბერს, ხოლო რუსი ფანები ფილმის პრემიერის ხილვას ხუთშაბათს, 17 დეკემბერს იმედოვნებენ.

ყველა ახალი ამბავი
0