სომხეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 2016 წელს დასრულდება

გზის რეაბილიტაცია
გზის რეაბილიტაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის ფარგლებში განახლდება გზები, მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, საყრდენი კედლები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ასევე, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და ავტოპავილიონები.

თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. ფონიჭალა–მარნეული–გუგუთის გზის (საქართველო–სომხეთის საზღვარი) რეაბილიტაცია 2016 წელს დასუდება, — იუწყება საქართველოს საავტომობილო გზები დეპარტამენტი.

სამცხე-ჯავახეთის გზა - Sputnik საქართველო
თურქეთისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია ამ დღეებში დასრულდება

სარეაბილიტაციო სამუშოები 2015 წლის ნოემბერში დაიწყო და 2016 წელს დასრულდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი  ღირებულება 19 მილიონ 78.2 ათასი ლარია.  

პროექტის ფარგლებში რებილიტაცია ჩაუტარდება ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგზაო მონაკვეთების სავალ ნაწილს. მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, საყრდენი კედლები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ასევე, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და ავტოპავილიონები. ავტოტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და მოინიშნება გზის სავალი ნაწილი. 

ფონიჭალა–მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზა ქვემო ქართლის რეგიონსა და სომხეთის რესპუბლიკას თბილისთან უმოკლესი მანძილით აკავშირებს.

ყველა ახალი ამბავი
0